![]() |
| ძალადობა შობს ძალადობას |
დღესდღეობით, საქართველოში (და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში),
ერთ-ერთი, ყველაზე დიდი პრობლემა ძალადობაა, კერძოდ, კი - ოჯახური ძალადობა. სტატისტიკის
თანახმად საქართველოში ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლია,
ხოლო ქალთა 35%-ის ქცევა, ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ეს
მაჩვენებელი, ვფიქრობ, ძალიან სავალალოა. ოჯახური ძალადობა, არა მხოლოდ მსხვერპლზე
ახდენს ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ტრავმას, არამედ, ის ირიბად, მაგრამ ყოველთვის ეხება
სხვა ოჯახის წევრებს (რომლებისკენაც უშუალოდ არ არის ძალადობა მიმართული), შემდგომ
ამ უკანასკნელთა გარემოცვას და ბოლოს საზოგადოებას. ეს იმიტომ, რომ ძალადობა შობს ძალადობას
და ის, ადამიანის ფსიქოლოგიიდან გაომდინარე, ვირუსუვით ადვილად გადამდებია.
![]() |
| ოჯახური ძალადობის ფორმები |
- ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა)
- ფსიქოლოგიური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება)
- ეკონომიკური ძალადობა (როდესაც ოჯახის ერთი წევრი ფინანსურად დამოკიდებულია მეორეზე და იძულებულია თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოიქცეს)
- სექსუალური ძალადობა (როდესაც სქესობრივი აქტი, არ ხდება ორმხრივი თანხმობით და ხორციელდება ძალისმიერი მეთოდებით)
ოჯახური
ძალადობის შესახებ, საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქალები და
ბავშვები ხდებიან. ძალადობის დროს
ითრგუნება ადამიანის ნება,
შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და
თავისუფლება.
საქართველოში,
ოჯახების დაახლოებით 31%-ში
ადგილი აქვს ოჯახურ ძალადობას. იუნისეფის ეგიდით წითელი ჯვრის
მიერ ბავშვის მიმართ ძალადობისა და
უგულებელყოფის კვლევამ გამოავლინა, რომ
გამოკითხული ბავშვების (სულ 4
385 ბავშვი) 60.8%-ს გამოუცდია არაფიზიკური სახის,
ვერბალური ძალადობა, ხოლო
39.2% გამოცდილი აქვს ფიზიკური ძალადობაც.
საქართველოში,
არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ სტატისტიკის თანახმად, ოჯახური
ძლადობის მსხვერპლთა შორის მოხუცები ლიდერობენ.
ოჯახური ძალადობის წარმომშობი ძირითადი ფაქტორებია:
კულტურული - მოსაზრება, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა ბატონობდეს ქალზე; ღირებულებები, რომლებიც მამაკაცს
ქალსა
და
გოგონაზე
მესაკუთრის
უფლებებს
სძენს;
მოსაზრება,
რომ
ოჯახი
არის
მამაკაცის
დაქვემდებარების
ქვეშ
არსებული
კერძო
სფერო;
ეკონომიკური - ქალის
ეკონომიკური
დამოკიდებულება
მამაკაცზე;
ფინანსებზეშეზღუდული
ხელმისაწვდომობა;
დისკრიმინაციული
ხასიათის
კანონები,
რომლებიცარეგულირებს
მემკვიდრეობის,
საკუთრების
უფლების,
განქორწინებისა
და
მეუღლისგარდაცვალების
შემდეგ
ქონების
მიღების
საკითხებს; (ზოგ ქვეყანაში ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობაც კი ოჯახური ძალადობის მიზეზი ხდება. მეუღლეთა დამოუკიდებლობას მამაკაცები საფრთხედ აღიქვამენ, განსაკუთრებით, თუკი მამაკაცი პარტნიორი უმუშევარია და მას ოჯახში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.)
სამართლებრივი
- დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით აღიარებული ქალთანაკლები სამართლებრივი სტატუსი; განქორწინების,
ბავშვებზე
მეურვეობის,
მათზემზრუნველობისა
და
მემკვიდრეობის
საკითხების
მარეგულირებელი
დისკრიმინაციულიკანონმდებლობა;
ქალებში
სამართლებრივი
ცნობიერების
დაბალი
დონე;
პოლიციისა
დასასამართლოს
მხრიდან
ქალებისა
და
გოგონების
მისამართით
განხორციელებულიუტაქტო
მოპყრობა.
პოლიტიკური
- ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, მედიაში,
სამართალდამცავ
ორგანოებსა
და
სამედიცინო
სფეროში
საქართელოში, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
გატარებული ღონისძიებები:
- კანონი - “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.
- სახელმწიფო თავშესაფრები (გორსა და თბილისში).
- მსხვერპლთა დასახმარებლად არსებული ცენტრები; ცხელი ხაზი.
ოჯახური ძალადობის პრევენცისათვის და მის აღმოსაფხვრელად,
აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და მათთვის იმის განმარტება, თუ რამდენად უარყოფითად
მოქმედებს ოჯახური ძალადობა მათ გარემოცვაზე, მომავალ თაობაზე, საზოგადოებაზე და ამ
უკანასკნელის განვითარებაზე; აუცილებელია,
ძალადობის შემთხვევის მოწმემ ან მსხვერპლმა, მიმართოს სპეციალურ დაწესებულებებს. საქართველოში,
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 1/3 დუმილს არჩევს, ქალთა 78% კი თვლის, რომ ოჯახური
ძალადობა, მხოლოდ ოჯახის პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. სამწუხროდ, მსგავსი
მიდგომა, ამ პრობლემის გამოაშკარავებასა და გადაჭრას უფრო ართულებს.




No comments:
Post a Comment